რუსთავის საფეხბურთო კლუბმა შეხვედრები გამართა.

2017-01-18 15:38:13

რუსთავის ფოლადის სტადიონზე ამხანაგური მატჩები გაიმართა, რუსთავის  „რუსთავი“  „გაგრას“ დაუპირისპირდა. პირველი მატჩი კლუბის ძირითადი შემადგენლობით ჩატარდა და ანგარიშით 3:1 რუსთაველების გამარჯვებით დასრულდა. თამაშის მიმდინარეობისას გოლის გატანა გოგინაშვილმა, ჩიმაკაძემ და სიჭინავამ შეძლეს. მეორე მატჩში კი რუსთავის გუნდიდან სინჯებზე მყოფმა ფეხბურთელებმა ითამაშეს. მეორე მატჩი ფრედ 4:4 დასრულდა. ამ დროისთვის რუსთავის „რუსთავში“ ფეხბურთელების გადარჩევის პროცესი იმდინარეობს. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დარჩება და ვინ დაემატება საფეხბურთო კლუბს, ახლო მომავალში გახდება ცნობილი.