მერის რჩეული 20 სტუდენტი, რომელთა სწავლაც ბიუჯეტიდან ფინანსდება (ვიდეო).

2017-01-17 20:19:35

არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონალური მონიტორინგის ცენტრის დამფუძნებელი ერეკლე დოლიძე, რუსთავის თვითმმართველობას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ერეკლე დოლიძე, „ინფო რუსთავთან“ 2016 წლის, 9 თვის განმავლობაში, სარეზერვო ფონდის ანგარიშიდან დახარჯულ თანხებზე საუბრობს. კერძოდ კი დოლიძის თქმით, სარეზერვო ფონდიდან, რომლიდანაც თანხები მხოლოდ გაუთვალისწინებელი, სტიქიური უბედურებების შემთხვევაში უნდა იხარჯებოდეს, ფონდის რესურსი 20 მდე რუსთაველი სტუდენტის დაფინანსებას ხმარდება.

ფაქტს რომ 20 სტუდენტის სწავლა,თვითმმართველობის სარეზევრო ფონდიდან ფინანსდება, მერიაში ადასტურებენ. მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის ნინო ნიკოლავას თქმით სტუდენტების დაფინანსება, განცხადებების საფუძველზე მერის გადაწვეტილებით მოხდა.