დაიწვა თუ დაუწვეს პოლიციელს მანქანა? (ფოტო/ვიდეო).

2017-01-15 12:55:30

14 იანვარს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე "ოპელი"-ს მარკის ავტომობილს ცეცხლი დაახლოებით ღამის 2 საათზე წაეკიდა და მთლიანად დაიწვა. მანქანა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის, სოსო ღურცკაიას ოჯახს ეკუთვნოდა, იყო ეჭვი რომ დეტექტივ-გამომძიებლის ავტომობილს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს. "ინფო რუსთავი" ოჯახის წევრებს და მეზობლებს გაესაუბრა, როგორც მათ ჩვენთან პირად საუბარში განაცხადეს ავტომობილი მწყობრიდან იყო გამოსული, ცეცხლი კი სავარაუდოდ ელექტრო სადენებიდან გაჩნდა და მომხდარს პოლიციელის საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ცეცხლის გაჩენის შედეგად ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ეჭვმიტანილი არ ჰყავთ.