რუსთავში კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა [photo]

2018-05-25 14:55:16

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სხდომათა დარბაზში საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა.
კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის განხორციელების ძირითად საკითხებზე იმსჯელეს, ასევე სახელმწიფო მხარდაჭერის ფორმებზე, რომელიც ამ კუთხით დაეხმარება ქვეყანას განვითარებაში. სხდომაზე განიხილეს  თავისუფალი ეკონომიკური (ინდუსტრიული) ზონების წარმატებული პრაქტიკები საზღვარგარეთის ქვეყნებში და საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების თაობაზე იმსჯელეს.
კომიტეტის გასვლით სხდომას ესწრებოდნენ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და მხარის და ქალაქის ხელმძღვანელი პირები.
სხდომა რუსთავში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ბეგაძის ინიციატივით გაიმართა.