როდის დაიწყება რეგისტრაცია ბაღებში
2018-05-16 22:52:37
სიაში

რუსთავის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 15 ივნისს დაწყება. "რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალი სასწავლო წლისთვის (2018-2019წ) რუსთავის ბაგა-ბაღებში  15 ივნისს:
2-3 წლიანთა რეგისტრაცია ჩატარდება 12.00 საათზე.
3-4 წლიანები დარეგისტრირდებიან 13.00 საათზე.

ფილიალებში არსებული ვაკანსიები კი  რეგისტრაციამდე ერთი კვირით ადრე  www.Rustavikids.ge-ზე გამოქვეყნდება.

გარდა ამისა, რეგისტრაციის გარეშე, განცხადების საფუძველზე ჩაირიცხებიან ბავშვები, რომლებიც არიან:

1. მრავალშვილიანი ოჯახებიდან (ოთხი და მეტი შვილი). ამავე კატეგორიაში ჩაითვლება ოჯახი, თუ დედა მეოთხე ბავშვზეა ფეხმძიმედ.
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს დედის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.
დედის ფეხმძიმობის შემთხვევაში ჩამოთვლილ საბუთებს უნდა დაერთოს ორსულობის დამადასტურებელი ცნობა.

2.ობოლი ბავშვები - განცხადებას უნდა ერთვოდეს ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი,მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი.

3.მარტოხელა დედის შვილები - განცხადებას უნდა ერთვოდეს მშობლის პირადობის მოწმობის ასლი,ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, მარტოხელობის დამადასტურებელი ცნობა.

განცხადება და საბუთები მშობლებმა უნდა წარადგინონ უშუალოდ გაერთიანებაში, მერიის მესამე სართულზე. განცხადებების მიღება შეწყდება 1 ივნისს.