ირაკლი დათუკიშვილის პერსონალური გამოფენა მუზეუმში (ფოტოები)
2017-01-11 18:48:20
სიაში

რუსთავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში 2016 წელს, ტრაგიკულად გარდაცვილი ახალგაზრდა რუსთაველი მხატვრის ირაკლი დათუკიშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყო. მხატვრისთვის ეს მისი მეორე პერსონალური გამოფენაა. მხატვრის ნამუშევრები მუზეუმში მის დაბადების დღეზე, 9 იანვარს გამოიფინა. ირაკლი დათუკიშვილი სამხატვრო აკადემიის მე-3 კურსის სტუდენტი იყო. აღნიშნულ გამოფენაზე 64 ნამუშევარია  წარმოდგენილი, მათ შორის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები. ირაკლი დათუკიშვილის ნახატები საგამოფენო სივრცეში 12 იანვრის ჩათვლით დარჩება.