ქურდობის ფაქტი რუსთავში [video]

2018-04-30 11:27:03

რუსთავში კოსტავას გამზირზე ქათმის ხორცპროდუქტების მაღაზია “ბიუ ბიუ”გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, სამსახურში მისულ გამყიდველს მაღაზიდან თანხა წაღებული დახვდა. არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში სამი პირი პატარა ფანჯრის საშუალებით შეიჭრა და სალაროდან 100 ლარამდე ოდენობის თანხა წაიღო.
ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია. ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ნახეთ ვიდეო