რა უნდა ვიცოდეთ ფანჯრის გამოცვლისას

2018-04-20 23:56:29

"ინფო რუსთავი" შეეცადა გაერკვია, რა შემთხვევაშია საჭირო სპეციალური ნებართვა კარ-ფანჯრის გამოცვლისთვის.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ეკა პაპუაშვილმა განუცხადა, თუ არსებული კარ-ფანჯრის ზომები არ იცვლება, არქიტექტურის სამსახურში სპეციალური დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებული არ არის.

მერიაში აცხადებენ, რომ პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში მაშინაა აუცილებელი და სავალდებულო თუ კარ-ფანჯრის ზომები მკვეთრად იცვლება, აღნიშნული უნებართვო მშენებლობად ითვლება, რაც მოქალაქის დაჯარიმებას გამოიწვევს.

რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ კარ-ფანჯრების შეცვლის დროს თუ იერსახის თვითნებური შეცვლა მოხდება და მოქალაქეს შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაცია არ ექნება, კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები ამოქმედდება, რომელიც 200 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.