შემთხვევა რუსთავის პოლიციის განყოფილებაში [video]

2018-04-20 23:09:29

მარიამ ჭანტურიას პოლიციამ საკუთარ ავტომობილში მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟა. ფაქტი ავტომობილის მეპატრონისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი როდესაც ის პოლიციაში 6 თვის წინანდელ საქმესთან დაკავშირებით გამოკითვაზე დაიბარეს. "პოლიციაში დამიბარეს დაკითხვაზე, უაზრო კითხვებს მისვავდნენ, ვერ მივხვდი რა უნდოდათ. ეჭვი გამიჩნდა რომ შესაძლოა დრო გაჰყავდათ. ვეცადე გარეთ გამოსვლას მაგრამ კარები ჩაკეტილი იყო, პოლიციელს ყურადღება გადავატანინე, კარები გავაღე და გარეთ გამოვიქეცი, დავინახე რომ ჩემ მანქანაში 2 უცნობი პირი იყო. მივედი ახლოს და პოლიციელები აღმოჩდნენ, როგორც შემდეგში გაირკვა 2 თვის წინ ავტომობილში მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟებიათ და ახლა ახორციელებდნენ დემონტაჟს" - განაცხადა მარიამ ჭანტურიამ. ადგილზე იმყოფებოდა მარიამ ჭანტურიას ძმა და მათი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, მოგვიანებით ისინი პროკურატურაში წავიდნენ. არსებული ინფორმაციით პოლიციამ მარიამ ჭანტურიას ავტომობილში მოსასმენი აპარატურა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაამონტაჟა.

შეგახსენებთ რომ მარიამ ჭანტურია არის გიორგი ჭანტურიას და, გიორგი ჭანტურია კი სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ რამდენიმე საათით დააკავა, მოგვიანებით კი მტკიცებულების არარსებობის გამო გაათავისუფლა.