კამათი საკრებულოს სხდომაზე [video]

2018-04-20 21:17:15

კამათი და ხმამარალი საუბარი რუსთავში, საკრებულოს სხდომაზე. ერთმანეთს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრი გურამ ლაცაბიზე დაუპირისპირდა. ოპოზიციური ფრაქციის წევრმა საკრებულო გააკრიტიკია იმის გამო რომ მათ წინასწარ არ ეცნობებათ ხოლმე ინფორმაცია ბიუროს და საკრებულოს სხდომების შესახებ, შესაბამისად ვერ ასწრებენ საკითხების შესწავლას. საკრებულოს თავმჯდომარემ კი აღნიშნა რომ თუ მსგავსი რამ ხდება აუცილებლად გამოსწორდება და ეცდებიან კანონი არ დაარღვიონ. კამათი და ხმამაღალი საუბარი კი ფურცელზე დაწერილ შრიფტს მოჰყვა. ნახეთ ვიდეო.