გიორგი გოროზიას პირველი სამუშაო დღე

2018-04-20 19:01:15

გიორგი გოროზიას პირველი სამუშაო დღე რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელის რანგში.

ახლმა ხელმძღვანელმა პირველი სამუშაო დღე ცხელ ხაზზე შესული შეტყობინებების გაცნობით დაიწყო. დღის განმავლობაში მერიის ცხელ ხაზზე რამდენიმე მოქალაქის ზარი შევიდა რომლსაც გიორგი გოროზია პირადად ეცნობოდა.

ადგილობრივების შეტყობინების საფუძველზე, რუსთავსერვის ცენტრის წარმომადგენლებმა თბილისის ქუჩის #2 ბინაში ძველი, დაზიანებული წყლის საწრეტი მილები ახლით შეცვალეს. ასევე მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მელიქიშვილის ქუჩა და მისი მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა.

დღესვე გამწვანების ღონისძიებაც მოწყო, რომლის ფარგლებშიც ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე საგაზაფხულო სამუშაოებიც განხორციელდა. ქუთაისის მოედანზე, ავტოსაგზაო მარეგულირებელ წრეზე სხვადასხვა ჯიშის ფერადი ყვავილები დაირგო. პროცესში პირადად მონაწილეობდა სამსახურის ახალი ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ ა(ა)იპ "რუსთავსერვის ცენტრის" საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ქუჩების, პარკების, სკვერების დასუფთავება, გარე განათების რეაბილიტაცია, სანიაღვრე სისტემების, შუა გამყოფი ზოლების, ტროტუარების, ასევე მწვანე ნარგავების, სასათბურე და სანერგე მეურნეობების მოვლა-პატრონობა.