გუბერნიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2018-04-20 16:30:36

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და რეგიონის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ  ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს. სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრას გუბერნატორის მოაგილეები, საქართველოს მელიორაციის, სურსათის უვნებლობისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საჭიროებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. დაისახა სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები.
სოლომონ პავლიაშვილმა, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს რეგიონალური წარმომადგენლებისა და მუნიციპალიტეტების ერთობლივი მუშაობის, კიდევ უფრო მეტად, გააქტიურების აუცილებლობაზე.