ქუჩიშვილის მცხოვრებლების პრობლემა
2018-04-15 15:10:26
სიაში

რუსთავში ქუჩიშვილის ჩიხის მცხოვრებლებმა დახმარებისთვის ინფო რუსთავს მიმართეს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, აღნიშნულ ქუჩაზე კონკრეტულად კი #4 სახლთან, გარე განათების ბოძი დაზიანებულია და რეალური საშიშროებაა იმის, რომ ბოძი წაიქცეს და გაზის მილებს დაეცეს. მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება საფრთხეს წარმოადგენს.

ქუჩიშვილის ქუჩის მცხოვრებლები რუსთავის მერიისგან რეაგირებას ითხოვენ.