ხმაური ლომოურის ქუჩაზე

2018-03-20 23:43:29

რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე, სასტუმრო რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავების 3 ეკიპაჟი. არსებული ინფორმაციით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები იყვნენ აგრესიულები და გარშემომყოფებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით შეკრებილ მამაკაცებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რის შემდეგაც დაძაბულობა განიმუხტა.