რომელ უბანს შეეზღუდება წყალმომარაგება

2018-03-20 11:52:26

კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - "ხვალ, 21 მარტს, კომპანია რუსთავის წყალი, მე-12 მიკრორაიონში, წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესების მიზნით, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელ. კომპანია, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამის, ორ ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს. რის შედეგადაც, მე-12 კირორაიონის  მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 21 მარტს დილის 12:00 საათიდან, ღამის 23:50 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ქ.რუსთავში მე-12 მიკრორაიონს.

ასევე, კულტურისა და დასვენების პარკში, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 20/03-ის 20:00-დან 21/03-ის 02:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:სპორტის ქუჩას და ჩიხს მშენებელთა ქ. N 10, პარკს, მოედანს და თეატრს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.

კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს  უხდის აბონენტებს და შეეცდება ტექნიკური  სამუშაოები მოკლე  დროში  დაასრულოს.