რუსთავში ნერგები მოიპარეს
2018-03-12 21:00:08
სიაში

ლეონიძის სკვერში სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დააზიანეს და მოიპარეს. ადგილობრივების განცხადებით, დაახლოებით 20-მდე მცენარეა წაღებული. როგორც თვითმხილველები ინფო რუსთავს უყვებიან, უცნობმა პირებმა ნერგები გუშინ გვიან ღამით მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სკვერში გამწვანების აქციის ფარგლებში, რამდენიმე ასეული სხვადასხვა ჯიშის წიწვოვანი ხე-მცენარე დაირგო.