ავარია რუსთავში, ქმარი ცოლს დაეჯახა

2018-03-11 00:08:44

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე დაახლოებით 23 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით "ნისანი"-ს მარკის ავტომობილი 21 წლის გოგოს დაეჯახა. საჭესთან დაშავებულის ქმარი იმყოფებოდა, სწორედ მან გადაიყვანა ცოლი "კლინიკა რუსთავში". მძღოლი "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ ცოლს ავტომობილი ლეონიძის ქუჩაზე ერთერთ მაღაზიასთან გაუჩერა და მანქანის პარკირება გადაწყვიტა რა დროსაც გოგონას ბორდიურზე ასვლილსას ფეხი აუცდა, ჩამოვადა და სწორედ მაგ დროს მან საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ცოლს დაეჯახა. "ქმარი ვარ და ძალით ხომ არ გავაკეთებდი, გადავიდა მაღაზიაში და მე კიდევ ვიფიქრე მანქანას დავაპარკინგებ, სწორედ მაგ დროს წაიქცა და დავეჯახე" - აცხადებს მძღოლი. დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.