ხელყუმბარა რუსთავში ცენტრალურ ქუჩაზე იპოვნეს [video]

2018-02-25 15:31:54

ხელყუმბარა აღმოაჩინეს რუსთავში. ასაფეთქებელი ნივთიერება რუსთაველის ქუჩის 26  ნომერი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორდიულზე იპოვნეს. ხელყუმბარა სავარაუდოდ  ერთ ერთმა ადგილობრივმა შენიშნა  და 112- ში დარეკა. ადგილზე გამნაღმველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

"ინფო რუსთავს" შშს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აღიძრა, რაც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს. ნახეთ ვიდეო.