მოხდება თუ არა ავარიული აივნის დემონტაჟი

2018-02-22 13:49:24

რუსთავში მე-17 მიკრორაიონის მე-7 კორპუსის ავარიული აივნის დემონტაჟი განხორციელდება.

რუსთავის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, დავით წიკლაურის, ინფორმაციით, მოქალაქემ აივნის დემონტაჟისა და მის ნაცვლად ახლის ასაშენებლად არქიტექტურის სამსახურისგან ნებართვა უნდა აიღოს. დოკუმენტების მოწესრიგებმადე კი უსაფრთხოების მიზნით ტერიტორია კაპიტალურად შემოიღობება.

"სანამ ნებართვას აიღებს ეს მოქალაქე, ჩვენ შეგვიძლია მითითება დავუწეროთ და აივნის დემონტაჟი განვახორციელოთ, ზამთარში ვერ მოხდება ჩამონგრევა, ამოშენება რომ დაიწყოს უნებართვო გამოვა, ამიტომ ამ დროისთვის უსაფრთხოების კაპიტალურ ღობეს გააკეთებს და დოკუმენტურად რომ იქნება მოგვარებული ამას დაანგრევს და ახალს ააშენებს" - განაცხადა ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით წიკლაურმა. 

ავარიული აივნის შესახებ, რომელიც მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა, "ინფო რუსთავს" მოქალაქემ აცნობა.  ქალაქში არსებული პრობლემების შესახებ შეგიძლიათ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში. თქვენი წერილი კატეგორიაში #შენიხმა გამოქვეყნდება.

 

 

 

 

 

ავტორი: ირმა კურტანიძე