მანგლისის პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
2018-02-13 12:21:14
სიაში

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში მანგლისის ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო საკითხებზე იმსჯელეს. მხარის გუბერნატორმა, პარკის სარეაბილიტაციო დეტალები გერმანიის რეკონსტრუქციის ფონდის, ალგეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლებთან და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილა.

პროექტის თანახმად, დაბა მანგლისში არსებულ ცენტრალურ პარკში (ე.წ როშა) ადაპტირებული საპირფარეშოები, სასმელი წყლის წერტილები, ველო და საფეხმავლო ბლიკები მოეწყობა, ასევე არსებულ საკალათბურთო მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება, მოწეყობა ფანჩატურები, დამონტაჟდება ნაგვის ურნები, დეკორატიული განათებები, სკამები და სხვ.

"დღეს ჩვენ ვსაუბრობდით და განვიხილეთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მანგლისის პარკის რეაბილიტაცია, რომელიც დაგეგმილი იყო ორ ეტაპად, თუმცა შევცვალეთ და ორივე ეტაპი წელს განხორციელდება, სამუშაოები, სავარაუდოდ, მაისის თვეში დაიწყება. ვფიქრობ, რომ სექტემბრისთვის ან ოქტომბრისთვის განახლებული, სტანდარტების შესაბამისი პარკი ექნება დმანისის მოსახელობას. " - განაცხადა  ჟურნალისტებთან საუბრისას ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.

პროექტი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით ხორციელდება.

 

 

ავტორი: ირმა კურტანიძე