ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა [video]

2017-12-19 10:14:34

გვიან ღამით მეგობრობის მეორე გასასვლელში (ახმეტელის ქუჩაზე) ხანძარი იყო. ცეცხლი სავარაუდოდ ელექტრო სადენებს გაუჩნდა, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. არსებული ინფორმაციით მოხდა ძლიერი დაკვამლიანება, ცეცხლისა და ინტოქსიკაციის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა. 25 წლამდე გოგონა (რომელიც ქირით ცხოვრობდა მეხუთე სართულზე) ძლიერი დაკვამლიანების შედეგად დაიღუპა, ადგილზე დაიწვა 60 წლამდე მამაკაცი, 40 წლამდე ქალის გამოყვანა მოხერხდა, თუმცა ის მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მას ადგილზე გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი, მათი გამოყვანა მაშველებმა მეხუთე სართულიდან სახანძრო კიბით მოახერხეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ბავშვების მდგომარეობა ამ მომენტისთვის სტაბილურია. ხანძრის დროს 45 წლამდე ქალი მეოთხე სართულიდან გადმოხტა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მისი გადაყვანა კლინიკა რუსთავში მოახერხა, პაციენტს ამ მომენტისთვის ოპერაცია უტარდება, ჩვენი ინფორმაციით მისი მდგომარეობა სტაბილურია. ასევე დაშავდა 40 წლამდე ქალი რომელიც მკურნალობას კლინიკა რუსთავში გადის, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ნახეთ ვიდეო.