ავტომობილის საბურავები და დისკები მოიპარეს

2017-12-14 22:29:27

რუსთავში ერთ–ერთ მოქალაქეს ავტომობილის დისკები მოპარეს. შემთხვევა ღამით სუმგაითელ-მეტალურგთა ქუჩაზე მოხდა. როგორც მანქანის მფლობელმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ავტომობილი ეზოში ჰყავდა გაჩერებული და დილით აღმოაჩინა რომ საბურავები მოხსნილი იყო. "ორი დისკი მოხსნეს, რომელთა ღირებულება დაახლოებით 400 $–ს შეადგენდა" - აცხადებს დაზარალებული.