ავარია მეგობრობის გამზირზე [photo]

2017-12-14 16:47:36

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მეგობრობის გამზირზე. "ოპელი"-ს და "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილები ერთმანეთს დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ავარიის შედეგად "ოპელი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლი მცირედით დაშავდა, მას სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.