საშინელი ავარია რუსთავის შემოსასვლელში (video)

2017-12-14 01:32:13

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავის შემოსასვლელში. არსებული ინფორმაციით "ფორდის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, განათების ბოძი მოგლიჯა და ამოტრიალდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების 3 ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათი გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" მოხერხდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით დაშავებულებს გონება არ დაუკარგავთ, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ნახეთ ვიდეო.