რაზე აღშფოთდა ირაკლი ტაბაღუა

2017-12-13 21:09:33

„ინფო რუსთვი“-ს ინფორმაციით რუსთავის მერიის ერთ-ერთი სამსხაურის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი თანამშრომელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზად სავარაუდოდ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ უყურადღებო დამოკიდებულება სახელდება, კონკრეტულად კი სტადიონების მშენებლობების ვადა გადაცილება და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სტადიონების მოწყობა გათვალსწინებულ ვადებში ვერ შეძლო, რის გამოც კომპანია დაჯარიმდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, სამუშაოების არასრულფასოვნად შესრულების გამო, ქალაქის მერმა შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს და სამუშაოების ზედამხედველს შენიშვნა არაერთხელ მისცა, თუმცა სტადიონების მოწყობის პრობლემა ამით არ მოგვარებულა. სწორედ ეს გახდა სამსახურის ხელმძრვანელის და მისი დაქვემდებარებული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი. მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ გავრცელებულა. "ინფო რუსთავი" გათავისუფლებულ თანამშრომელს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენ სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

ის რომ ქალაიქის მერი სპორტული მოედნების ხარისხით უკმაყოფილოა ეს მან "ინფო რუსთავთან" არაერთხელ განაცხადა, ასევე უკმაყოფილოა იმ ფაქტით რომ კომპანიები სამუშაოებს შეთანხმებულ ვადებში ვერ ასრულებენ.

რაც შეეხება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, კომპანიის ხელმძღვანელი სამუშაოების შესრულების გაჭიანურებას ლარის გაუფასურებით ხსნის. მისი განცხადებით, ხარჯთაღრიცხვა გაკეთებულია ლარის ძველი კურსით, ხოლო ამჟამინდელი კურსის მიხედვით მას ხარჯები ეროვნულ ვალუტაში გაეზარდა, რის გამოც კომპანიას სამუშაობის შესრულება გაუჭირდა, შპს-ს ხელმძღვანელი აღნიშნავს რომ კომპანია კრიზისშია. მიუხედავად ამისა ტენდერში გამარჯვებული კომპანია სტადიონების რეაბილიტაციის პროცესის დასრულებას თვის ბოლოსთვის ვარაუდობს.