გამოფენა რუსთავის მუზეუმში

2017-12-13 20:25:11

მუზეუმში, რუსთაველი მხატვრების, მალხაზ დათუკიშვილისა და თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით "თეატრალური იმპულსი" მოეწყო. საგამოფენო სივრცეში, მხატვრების მიერ პოპ–არტის სტილში შესრულებული 30-მდე ნამუშევარი გამოიფინა.

მალხაზ დათუკიშვილისა და თამარ ფეიქრიშვილის პერსონალური გამოფენა რუსთაველ მხატვართა გაერთიანება „გამას“ ორგანიზებითა და მერიის „სახელოვნებო გაერთიანებთა ცენტრის“ მხარდაჭერით, დღეს გაიხსნა და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.