რქოსანი პირუტყვი ცენტრალურ ქუჩაზე

2017-11-18 17:28:03

რქოსანი პირუტყვი ქალაქის ქუჩებში. 5-მდე სული პირუტყვი, ქალაქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის სიახლოვეს, ახლად დარგულ მწვანე საფარს აზიანებდა. ფაქტზე მყისიაერი რეაგირება მოახდიანა ააიპ ზედამხედველობის სამსახურმა. სამსახურის თანამშრომლებმა, პირუტყვის აღრიცხვა და მფლობელების დაჯარიმება განახორციელეს.

ქალაქში უმეთვალყურეოდ დარჩენილ პირუტყვზე პასუხისმგებოლობა, ქალაქის ზედამხედველობის სამსახურს აკისრია.ქუჩებში რქოსანი ცხოველების აღმოჩენის შემთხვევაში, სამსახურის თანამშრომლები პირუტყვს აპატიმრებენ, და ჯარიმას აკისრებენ (თუ პირუტყვი ქალაქშია, 20 ლარით ჯარიმდება მეპატრონე. თუ სკვერში-50 ლარით). ჯარიმის გადახდის შემდეგ, პირუტყვი კვლავ მეპატრონეს უბრუნდება.