ავარია "წითელ ხიდთან" მსხვერპლით დასრულდა

2017-11-01 22:55:09

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წითელი ხიდი რუსთავის მაგისტრალზე. გავრცელებული ინფორმაციით "მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ სარეკლამო კონსტრუქციის ბოძს დეჯახა მოგვიანებით კი ბეტონის ჯებირს. ავარიის შედეგად 4 ახალგაზრდა მამაკაცი რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელდა ინფორმაცია რომ გარდაცვლილები რუსთაველები არია, თუმცა "ინფო რუსთავის" ინფორმაციით 2 მამაკაცი ჭიათურიდან იყო, ხოლო 2 თბილისიდან. გამოძიება 276 მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.