საცობი და ხალხმრავლობა სადგურებზე

2017-10-18 20:52:28

რუსთაველები რომლებიც დედაქალაქში იმყოფებიან რუსთავში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. "ინფო რუსთავს" რამდენიმე მგზავრი დაუკავშირდა და აცნობა რომ სადგურებზე ათობით ადამიანი მიკროავტობუსს ელოდება. მიკროავტობუსების დაყოვნების მიზეზი რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე საავტომობილო საცობია. ავტომობილები რომლებიც თბილისიდან რუსთავში მოემართებიან უკვე საათზე მეტია რესტორან "მარაბდის" მიმდებარე ტერიტორიაზე საცობში იმყოფებიან.