"კამაზი" ბიჭს დაეჯახა (ვიდეო)

2017-10-18 15:19:37

ავტოსაგზაო შემთხვევა მე-19 მკრ-ში. კამაზის მარკის სატვირთო ავტომობილი 14 წლის მოზარდს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილმა ბიჭს ქვედა კიდურებზე გადაუარა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა პლასტიკური ოპერაციის ჩატარება გახდება აუცილებელი.

„ინფო რუსთავთან“ კომენტარი გააკეთა სატვირთოს მძღოლმაც, მისი თქმით მოზარდი მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა და გადასასვლელი შუქნიშნის მწვანე მანიშნებელზე გადაკვეთა. მძღოლი აცხადებს რომ მისი დანახვა ვერ შეძლო. ნახეთ ვიდეო.