აფხაზეთის ომის გმირი რუსთავში ჩამოასვენეს

2017-10-17 16:22:10

აფხაზეთში დაღუპული გმირი რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალეს. ჟიული შარტავას მოადგილე ვახტანგ გეგელაშვილი 55 წლის ასაკში სოხუმში დახვრიტეს. ტრაგიკულად დაღუპული პირი რუსთავში 24 წლის შემდეგ ჩამოასვენეს. დაკრძალვის პროცესს გარდაცვლილის ოჯხის წევრეთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, აფხაზეთში დაღუპული 25 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძრში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თითოეულ მათგანს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.