რუსთავში ვეტერანების დღე აღნიშნეს

2017-10-17 13:39:53

რუსთავში ვეტერანების დღე აღნიშნეს. დიდების ხეივანში შეკრებილმა მოქალაქეებმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ამ დღის აღსანიშნავად გაიმართა სიმბოლური აქციაც,  ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელმა პირებმა დიდების ხეივანში 20 ძირი შავი ფიჭვის ნერგი დარგეს.