დატბორილი ქუჩები მე-19 მკრ-ში
2017-10-12 11:39:00
სიაში

მე-19 მკრის #12 საცხოვრებელი კორპუსის ეზო დატბორილია. ადგილობრივების განცხადებით მიზეზი დაზიანებული წყლის მილია. იმის მიუხედავად რომ კომპანია „რუსთავის წყალი“ პერიოდულად მილის შეკეთებას ახორციელებს, წყლის მაღალი წნევით მიწოდებისას მილი მაინც ზიანდება. გარდა ამისა მოსახლეობის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე კერძო ობიექტის მშენებლობა იგეგმება და დაზიანებული მილი სწორედ ამ ობიექტს ეკუთვნის.

„რუსთავის წყალსი“ აცხადებენ რომ მილის შეცვლა უახლოეს პერიოდში იგეგმება, მანამდე კი მილი დროებით შეკეთდება, რათა მოსახლეობას წყალმომარაგება არ შეეზღუდოს.