მერობის კანდიდატების დებატები
2017-10-11 17:52:35
სიაში

რუსთავის მერობის კანდიდატებმა თავიანთი საარჩევნო პროგრამა საჯაროდ წარადგინეს. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. კანდიდატებმა დებატებში მიიღეს მონაწილეობა და ქალაქში არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს. პროექტი, რომელიც ყოველი არჩევნების წინ იმართება, მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას და მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.