ახალგაზრდა მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა (ვიდეო)
2017-10-11 16:01:56
სიაში

სუიციდის მცდელობა რუსთავში. 25 წლამდე მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტომას ცდილობდა. შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლებმა გადააფიქრებინეს. სახურავზე ასულ მამაკაცს პატრულის  თანამშრომლები გაესაუბრნენ, მოგვიანებით კი ის ქვემოთ უვნებლად ჩამოიყვანეს. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟთან ერთად სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ნახეთ ვიდეო.