ნინო იმედაშვილმა სასამართლოს მიმართა

2017-09-25 15:43:53

„ევროპული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო იმედაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წინააღმდეგ, რუსთავის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა. კერძოდ, ნინო იმედაშვილი თვითმმარტველობას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის განმარტებით, პარტიამ მერიას, ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვით, მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მიმართა, თუმცა ამ დრომდე მისთვის, თვითმმართველობას პასუხი არ დაუბრუნებია. იმედაშვილის თქმით, საჯარო ინფორმაციას ის სასამართლოს გზით მოიპოვებს.

ინფორმაციას იმის შესახებ რომ საჯარო დოკუმენტების გაცემა დაგვიანდა, მერიაში ადასტურეებენ. თვითმმართველობაში აცხადებენ რომ, მოთხოვნილი დოკუმენტები, „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატის პირად მეილზე დღეს გაიგზავნა, რაც შეეხება მონაცემების დაგვაინებით გაცემას. ფაქტს, ინფორმაციის დიდი მოცულობით ხსნიან.