რუსთავის მერობისთვის 11 კანდიდატი იბრძოლებს (ფოტო)

2017-09-25 10:39:20

რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ მომენტისთვის მერობის 11 კანდიდატის განაცხადია შესული. ოფიციალურად ჯერ არცერთი კანდიდატი არ დარეგისტრირებულა, გარკვეულ პარტიებს ხარვეზები დაუდგინდათ და მის აღმოსაფხვრელად ვადა დღეს 18 საათამდე მიეცათ. უმეტესობამ რეგისტრაცია გაიარა დარჩა რამდენიმე საარჩევნო სუბიექტი, თუ ვინ გაიარა რეგისტრაცია და ვინ ვერა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია 18 საათის შემდეგ იქნება ცნობილი. ცესკოში აცხადებენ რომ - "რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, მათ დოკუმენტაციასთან პრობლემა არ არსებობს, 11 მერობის კანდიდატია რეგისტრირებული ამ მომენტისთვის."

მერობის კანდიდატების სია ნომერაციის მიხედვით შემდეგია:

#2 ნინო იმედაშვილი - "ბაქრაძე- უგულავა, ევროპული საქართველო"

#3 ჯაბა დუგლაძე - "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული საქართველო-თავისუფალი საქართველო"

#5 ზურაბ მაისურაძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

#8 გელა ნაკაშიძე - "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"

#10 ქეთო დევსურაშვილი - "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია"

#18 მზია მამულაშვილი - "ტრადიციონალისტები"

#23 ნანი წკრიალაშვილი - "ახალი ქრისტიან-დემოკრატები"

#27 გოჩა ომანაძე - "გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო"

#28 ელგუჯა ქოჩიაშვილი - "ზვიადის გზა უფლის სახელით"

#38 ანნა კეკენაძე - "სახალხო-ხალხის ერთსულოვნება"

#41 ირაკლი ტაბაღუა - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"