"ფეი ბოქსი" გატეხეს (ვიდეო)

2017-08-17 10:43:30

რუსთავში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გვიან ღამით "ფეი ბოქსის" აპარატი გატეხეს. არსებული ინფორმაციით დამნაშავე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვას რკინის იარაღათ ე.წ. "ლომით" ცდილობდა. ხმაურზე მეზობლებმა გამოიხედეს და ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობეს. ადგილზე სამართალდამცავები მალე მივიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით პოლიციამ დამნაშავე ფაქტზე დააკავა, დეტალებს შსს-ში ვარკვევთ. ნახეთ ვიდეო.