რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს

2017-07-22 18:51:32

რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს - "მიმდინარე წლის 21 ივლისს, რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლის აკაკი წერეთლის დაკავებასთან დაკავშირებით, გვინდა განვაცხადოთ, რომ საჯარო მოხელე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გუშინ, რუსთავის ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწისნაკვეთზე, სასტუმროს მშენებლობის ნებართვის აღებაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით 15 000 აშშ დოლარის მოთხოვნის და ამ თანხის ნაწილის აღების საქმეზე ბრალდებულის სახით დააკავეს, რუსთავის მერიაში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობს და მისი, როგორც დანარჩენი ცხრა წარმომადგენლის უფლებამოსილება და მოვალეობა, მხოლოდ კონკრეტულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან კომუნიკაციით და მათი პრობლემების მუნიციპალიტეტამდე მოტანით შემოიფარგლება. შესაბამისად, მას სამსახურებრივად არ ხელეწიფებოდა მშენებლობის ნებართვის აღებაში დახმარება.

რუსთავის მერია მაქსიმალურად ითანამშრომლებს  გამოძიებასთან და ამასთან, დარწმუნებულია, რომ ის ობიექტურად წარიმართაბა".

შეგახსენებთ რომ სუს-მა გუშინ ქრთამის აღების ფაქტზე 1 რუსთავის თვითმმართველობის ხოლო 1 ქვემო ქართლის გუბერნიის თანამშრომელი დააკავა.