სამედიცინო აქცია "კლინიკა რუსთავში"

2017-07-22 13:54:02

დღეს, კლინიკა რუსთავში, სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრ „სკენარის“ წარმომადგენლები თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით, პაციენტებს სხვადასხვა სახის გამოკვლევებს უტარებენ. სკინარის წარმომადგენლების განცხადებით მკურნალობა ეფექტურია ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: ბავშვთა ცერებრალური დამბლა, აუტისტური სპექტრის მოშლილობა, გონებრივი ჩამორჩენა ბავშვებში, სმენის დაქვეითება, ძვალ-სახსროვანი დაავადებები, სქოლიოზი და ხერხემლის სხვა დაავადებები. აქცია რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ბეგაძისა ინიციატივით ჩატარდა. როგორც ბეგაძემ „ინფო რუსთავთან“ საუბარში აღნიშნა - „კლინიკა სკენარი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მკურნალობს განსაკუთრებით მძიმე დაავადების მქონე პაციენტებს და დღეს რუსთაველებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ აღნიშნული კლინიკის მომსახურეობით და სრულიად უფასოდ მიიღონ სხვადასხვა სახის გამოკვლევები“. აქცია კლინიკა რუსთავში (ე.წ  აზოტის კლინიკა) 18 საათამდე გაგრძელდება.