რუსთაველ მამაკაცს ისლანდიაში ამ დრომდე ეძებენ (ვიდეო)

2017-07-22 11:51:42

ისლანდიაში პოლიცია ამ დრომდე ეძებს რუსთაველ ახალგაზრდას რომელმაც საქართველო რამდენიმე თვის წინ დატოვა და თავშესაფარი უცხო ქვეყანაში მოითხოვა. ისლანდიის ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა 22 წლის ნიკა ბეგაძეა, რომელიც ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობდა. სააგენტო Rav იტყობინება, რომ ბეგაძე თავშესაფრის მაძიებელი იყო. სააგენტო ახალგაზრდის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელიც სათვალთვალო კამერებმა უბედურ შემთხვევამდე ცოტახნით ადრე გადაიღო. ბეგაძის იდენტიფიცირება ჩანჩქერთან აღმოჩენილი ავტომობილით მოხდა. სააგენტო Rav-ის ცნობით, ჩანჩქერთან არსებული მდინარე საკმაოდ ღრმა კალაპოტში მიედინება, რაც ართულებს ძიების პროცესს. პოლიცია მომხდარს უბედურ შემთხვევად განიხილავს და თვითმხილველებს სთხოვს, რომ დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში პოლიციას დაუკავშირდნენ.

ნიკა ბეგაძემ საქართველოს დატოვებამდე ვიდეო რგოლი გაავრცელა.