რუსთავის მერიამ კიდევ 1 პროცესი წააგო

2017-07-21 21:17:17

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დღეს კიდევ ერთი საქმე განიხილა და გადაწყვეტილებაც გამოიტანა. მიმდინარე წლის თებერვალში რუსთავის მუნიციპალიტეტის ააიპ "რუსთავის კორპუსიდან" 2 თანამშრომელი, თემურ მჭედლიშვილი და ალეკო ზაკაშვილი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და ითხოვდნენ ბრძანებების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის აღებას. ააიპ-ის ყოფილი თანამშრომლების ადვოკატის ბახვა ღონღაძის თქმით - "ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზად დასახელებული იყო რეორგანიზაცია და ობიექტური გარემოებები. მოვითხოვეთ ბრძანების ბათილად ცნობა და განაცდურის კონპენსაცია. სასამართლომ ბრძანებები ბათილად ცნო და თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა 10 080 ლარის გადახდა "რუსთავის კორპუსს", ანუ ჯამში 20 160 ლარი უნდა გადაუხადონ".