გოჩა ლორია რუსთავის მერიის წინააღმდეგ

2017-07-21 19:25:57

დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართა, სასამართლო უკვე 6 თვეზე მეტია გრძელდება, გოჩა ლორია რუსთავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს. სხდომაზე მხარეებს შორის შეკითხვების დასმა და მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდა. საბოლოო  გადაწყვეტილების გამოცხადება 11 აგვისტომდე გადაიდო. მერის ყოფილი მოადგილის, გოჩა ლორიას ადვოკატმა, მიხეილ თათარაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა რომ - „დარწმუნებული ვარ, პროცესს მოვიგებთ. მერიას სამართლებრივად და მტკიცებულებებით გამყარებული პოზიცია არ გააჩნია. დღემდე გაუგებარია მათი ბრალდებები, რადგან ბრძანებაში არაფერი წერია. შესაგებელში რაც უწერიათ, იმაზე აღარ საუბრობენ, რადგან მტკიცებულებები არ გააჩნიათ. 2 მოწმე ჰყავთ მოყვანილი: თამუნა აქუბარდია და ხათუნა ცერცვაძე და ორივე არგუმენტების გარეშე საუბრობს, არცერთი ფაქტი არ არსებობს. ჩვენი მხარე ითხოვს გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში გოჩა ლორიას დაუყოვნებლივ აღდგენას და განაცდურის მიღებას".

რუსთავის თვითმმართველობა პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.