რომელ სკოლას აქვს კარგი შედეგი

2017-06-23 21:32:38

მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდები წელს 1600-მდე სკოლაში ჩატარდა. მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა საატესტატო გამოცდები ოთხ საგანში: გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკასა და ქიმიაში ჩააბარეს. გამოცდები ოთხი დღის განმავლობაში, 19, 20, 21 და 22 ივნისს მიმდინარეობდა. ინფო რუსთავმა რუსთავის რამდენიმე სკოლა მოინახულა იმის გასარკვევად, თუ როგორი შედეგებით დასრულდა საატესტატო გამოცდები. ჩვენ გთავაზობთ რუსთავის 12 სხვადასხვა სკოლაში ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ შედეგებს.

#2 საჯარო სკოლა: ყველაზე მაღალი შედეგი - 1-მა მოსწავლემ 3 გამოცდაში მიიღო სრული 10-იანი. ყველაზე დაბალი შედეგი: ჩაიჭრა 2 მოსწავლე.

#4 საჯარო სკოლა: ყველაზე მაღალი შედეგი - 13-მა მოსწავლემ ოთხივე გამოცდაში მიიღო სრული ათიანი. ყველაზე დაბალი შედეგი - 6.84 ქულა. ჩაჭრის პრეცედენტი არ ყოფილა.

#5 საჯარო სკოლა: ყველაზე მაღალი შედეგი - 1-მა მოსწავლემ მიიღო 3 საგანში სრული 10-იანი. ყველაზე დაბალი შედეგი - 3 მოსწავლე ჩაიჭრა.

#7 საჯარო სკოლა: ყველაზე მაღალი შედეგი - 1-მა მოსწავლემ მიიღო 2 საგანში სრული 10-იანი. ყველაზე დაბალი შედეგი - 1 მოსწავლე ჩაიჭრა.

#10 საჯარო სკოლა: ყველაზე მაღალი შედეგი - 4-მა მოსწავლემ მიიღო ერთ გამოცდაში სრული 10-იანი. ყველაზე დაბალი შედეგი - 2 მოსწავლე ჩაიჭრა.

#11 საჯარო სკოლა: ყველაზე მაღალი შედეგი - 1-მა მოსწავლემ 2 გამოცდაში მიიღო სრული 10-იანი. ყველაზე დაბალი შედეგი: 6.91 ქულა. ჩაჭრის პრეცედენტი არ ყოფილა.

#17 საჯარო სკოლა: ყველაზე მაღალი შედეგი - 1-მა მოსწავლემ 3 საგანში მიიღო სრული 10-იანი. ყველაზე დაბალი შედეგი: ჩაიჭრა 1 მოსწავლე.

#21 საჯარო სკოლა: ყველაზე მაღალი შედეგი: 1-მა მოსწავლემ მიიღო 2 გამოცდაში სრული 10-იანი. ყველაზე დაბალი შედეგი: 1 მოსწავლე ჩაიჭრა.

#22 საჯარო სკოლა: ყველაზე მაღალი შედეგი: 1-მა მოსწავლემ მიიღო 2 გამოცდაში სრული 10-იანი. ყველაზე დაბალი შედეგი: 3 მოსწავლე ჩაიჭრა.

#23 საჯარო სკოლა: ყველაზე მაღალი შედეგი - 2-მა მოსწავლემ მიიღო 2 გამოცდაში სრული 10-ანი. ყველაზე დაბალი შედეგი - 5 ბავშვი ჩაიჭრა.

#24 საჯარო სკოლა (გიმნაზია) :ყველაზე მაღალი შედეგი - 3-მა მოსწავლემ ოთხივე გამოცდაში მიიღო სრული 10-იანი. ყველაზე დაბალი შედეგი: 7 ქულა. ჩაჭრის პრეცედენტი არ ყოფილა.

#25 საჯარო სკოლა: ყველაზე მაღალი შედეგი - 1-მა მოსწავლემ მიიღო 1 გამოცდაში სრული 10-ანი.  ყველაზე დაბალი შედეგი: 2 მოსწავლე ჩაიჭრა.