მეგობრობის გამზირზე ასფალტი ჩაინგრა (ვიდეო)

2017-06-23 20:03:02

მეგობრობის გამზირის ცენტრალურ გზაზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. გზის დაზიანება, აღნიშნულ მონაკვეთზე დამონტაჟებულმა წყლის მილმა გამოიწვია.

წყლის მილის დაზიანების შედეგად, მაღალი წნევით წამოსულმა წყალმა, ასფალტის ქვედა ფენა გამორეცხა და ასფალტის საფარი დეფორმირდა.

მომხდართან დაკავშირებით,  20;00-დან 02;00- საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: მეგობრობის . N 31-33-35-37-39-41-43-45-47; თოდრიას ქუჩას თავის ჩიხებით; კლდიაშვილისქ. N 4-10-12-14; ლესელიძის . N 28-32. ნახეთ ვიდეო.