რამდენად უსაფრთხოა პარკში არსებულ ტბაში ბანაობა

2017-06-23 17:23:33

რუსთავის კულტურისა და დასვენები პარკში, ტბასთან მომუშავე სამაშველო სამსახური გადამზადდა. თანამშრომლებმა ეფექტური მუშაობისთვის ტრენინგები გაიარეს.  დღის განმავლობაში ტბის პერიმეტრზე, 3 მაშველი იმუშავებს. რუსთავის უზრუნველყოფის სამსახურში აცხადებენ, რომ საცურაო ტერიტორია უკვე მოწესრიგებულია. შემოისაზღვრა საცურაოდ გამოყოფილი 100 მეტრიანი ზოლი და აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და აქსესუარებით.

საცურაო სეზონი რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში 12 ივნის გაიხსნა. ტბაში ბანაობა ნებადართულია 12:00 საათიდან 20:00 საათამდე. სამაშველო სამსახური კი 10:00 საათიდან 22:00 საათამდე იმორიგებვებს.