შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში

2017-06-23 13:03:17

ქვემო ქართლის გუბერნიის საონფერენციო დარბაზში სამუშაო შეხვედრა ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობას შვიდივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირი იღებდა. მათ ინფორმაცია ნარჩენების მართვის კოდექსით მუნიციპალიტეტებისათვის გათვალისწინებული ვალდებულებების, ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ მიეწოდათ.

დღესვე ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭო გაიმართა. გუბერნატორმა, მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ერთად რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს. გარდა ამისა შეკრებილებმა, იმ დამატებით გამოყოფილი თანხების გადანაწილებაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც რეგიონისთვის მთის განვითარების ფონდიდან და ინფრასტუქტურის სამინისტროდან  გამოიყო.