გახმება თუ არა ხეები თოდრიას ქუჩაზე

2017-06-23 11:23:31

თოდრიის ქუჩის მაცხოვრებლების ნაწილი "ინფო რუსთავს" დაუკავშირდა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით დაინტერესება სთხოვა. მათი თქმით გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს სადაც პარალელურად ქვეითად მოსიარულეებისთვის ტროტუარი უნდა გაკეთდეს კომუნიკაციები გაჰყავთ რის გამოც ათობით ხეს ფესვი დაუზიანეს. მოსახლეობა აცხადებს რომ კომუნიკაციებისთვის გაკეთებული თხრილი გზის პირზე ზუსტად იმ ადგილზე გადის სადაც ათწლოვანი ხეებია, ფესვების დაზიანების შემდეგ კი მცენარეების გახმობა გარდაუვალი იქნება. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის თანამშრომლები კი აცხადებენ რომ ისინი ცდილობენ ხეებს ზიანი არ მიაყენონ და კომუნიკაცია ისე გაიყვანონ. მოსახლეობა ითხოვს სარეაბილიტაციო სამუშაოებით თვითმმართველობა დაინტერესდეს.