რას ვარაუდობენ სინოპტიკოსები

2017-06-22 21:19:50

23 ივნისს საქართველოს ზოგიერთ მხარეში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ქარი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26 +30 იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +28 +32. რუსთავში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +28 +30 გრადუსამდე მიაღწევს, დღე უნალექოდ ჩაივლის თუმცა იქნება მოღრუბლულობა. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას 25 ივნისიდან ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა +32 +34 გრადუსს მიაღწევს.