რუსთავის რომელ ქუჩებში ჩატარდება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდები

2017-06-15 10:17:46

შემოდგომიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქუჩაში ჩატარდება. ინიციატივის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა. აღნიშნული ცვლილება საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებაა.

პრაქტიკული გამოცდები რუსთავში რამდენიმე ადგილზე ჩატარდება. როგორც "ინფო რუსთავისთვის" გახდა ცნობილი, სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებისთვის ნებადართული ქუჩები განისაზღვრა. კერძოდ, ქალაქის მასშტაბით მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდები შემდეგ ქუჩებზე ჩატარდება:
თბილისის ქუჩა
ცურტაველის ქუჩა
სპორტის ქუჩა
სუმგაითელ მეტალურგების ქუჩა
დუმბაძის ქუჩა
მესხიშვილის ქუჩა
ლეონიძის ქუჩა
ტაშკენტის ქუჩა
ფალიაშვილის ქუჩა
კლდიაშვილის ქუჩა
ჩერკასკის ქუჩა
ქუთაისის ქუჩა
ფიროსმანის ქუჩა
მოდებაძის ქუჩა
აღმაშენებლის ქუჩა (მოდებაძის ქუჩიდან ახალ ხიდამდე)
ლომოურის ქუჩა
მესხიშვილის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთამდე (მე-12მკრ-ის და მე-16 მკრ-ის შორის მდებრე გზა)
დონეცკელ მეტალურგთა ქუჩა
მელიქიშვილის ქუჩა
სანაპიროს ქუჩა
გიორგი ნიკოლაძის ქუჩა და მშენებელთა ქუჩიდან გაგარინის გადასახვევამდე
ჭავჭავაძის ქუჩა
თავგორაშვილის ქუჩა
ჟიული შარტავას გამზირი
, მეგობრობი გამზირი, მერაბ კოსტავას გამზირი #20-მდე (ცენტრალური გზა ქალაქის შემოსასვლელიდან მერიის ადმინისტრაციულ შენობამდე).

მართვის მოწმობის აღების მსურველებს წინასწარ არ ეცოდინებათ, რომელ ქუჩებზე მოუწევთ გამოცდის ჩაბარება, რათა გამოირიცხოს დაზეპირების პრაქტიკა. 
გარდა ამისა, გამოცდისთვის განკუთვნილი ავტომანქანები სპეციალური ვიდეოკამერებით იქნება აღჭურვილი, რითაც საგამოცდო პროცესი გაკონტროლდება.

არსებული ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ პირობებში  ჩაბარება შემოდგომიდან დაიწყება, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია.